პუტინი სი ძინპინს შეხვდა
ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ერთმანეთს შეხვდნენ. რუსეთის ლიდერმა ორმხრივ კავშირს სტაბილური უწოდა, ხოლო სი ძინპინმა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს „მთასავით უძრავი“ შეფასება მისცა.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრის დასაწყისში, რომელიც პრესისთვის ღია იყო, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი მუშაობა აღმავლობას განიცდის ორივე ხალხის საკეთილდღეოდ, საგარეო პოლიტიკაში კი რუსეთ-ჩინეთის კავშირი სტაბილურად მუშაობს და „კონსტრუქციული მიდგომა აქვთ მსოფლიოს უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მოწყობის ფორმირებისადმი“.
პუტინმა სი ძინპინს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა.
ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ხელი შეუწყოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კეთილდღეობას.
რაც შეეხება ორმხრივ, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს, მას სი ძინპინმა უწოდა „მთასავით უძრავი“, რომელიც არ ექვემდებარება წუთიერ მსოფლიო კონიუნქტურას და განვითარების ფართო პერსპექტივა აქვს. მისივე განცხადებით, ჩინეთმა და რუსეთმა ხელი უნდა შეუწყონ მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებას და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას.
ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში 19 ნოემბერს დაგეგმილია ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერების შეხვედრაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…