პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ

ჩინეთის ქალაქ შენჟენში სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ინიციატორიც თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი იყო.

სი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე შეიკრიბნენ
ფორმულა

ჩინეთის ქალაქ შენჟენში ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების - სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ეს მოვლენა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (აპეკის) სამიტის ფარგლებში შედგა.

როგორც BBC-ი წერს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლური მომენტი ლიდერების ხელის ჩამორთმევა იყო, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია „ისტორიულ ხელის ჩამორთმევად“ აღწერს.

გამოცემის რუსული სამსახურის შეფასებით, კრემლისთვის ეს კადრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მსოფლიოს სამ უმსხვილეს ეკონომიკას შორის არ არის, პუტინი ამ შეხვედრით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მოსკოვი ვაშინგტონისა და პეკინის თანასწორი გლობალური მოთამაშეა.

BBC-ისკორესპონდენტის შეფასებით, სამმხრივი შეხვედრის იდეა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხედვის ნაწილია, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილებასა და მსხვილი სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო წესრიგის განსაზღვრას გულისხმობს.

გამოცემის ცნობით, სამმხრივი შეხვედრის ინიციატივა თავდაპირველად ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდა, თუმცა ტრამპიც მას აქტიურად შეუერთდა. აშშ-ის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ბირთვული განიარაღების საკითხის განხილვა სურს.

BBC-ის შეფასებით, შეხვედრას შესაძლოა პრაქტიკული შედეგები არ მოჰყვეს, თუმცა პუტინმა უკვე მიაღწია ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებთან ერთად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და რუსეთი კვლავ გლობალური ძალის სტატუსით წარმოაჩინა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  2. ფორმულაოპოზიციურივლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  4. BM.GEოპოზიციურივლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპუტინი სი ძინპინს შეხვდა
  6. იმედინიუსისამთავრობოვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
  7. ფორმულაოპოზიციურისი ძინპინი პუტინს შეხვდა
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა
  9. რუსთავი 2სამთავრობოამერიკის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა - აეროპორტში დონალდ ტრამპს სი ძინპინი დახვდა
  10. რუსთავი 2სამთავრობოსი ძინპინი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ერთმანეთს შეხვდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
FT: ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის გარეშე გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები