პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

ჩინეთში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი აქვთ.

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
ფორმულა

ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე შესვლისას დონალდ ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა.

„ვინ არის ის? ეს ჩემი მეგობარია“, – აღნიშნა ტრამპმა.

„ჩვენ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს. წლებია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და, ვფიქრობ, ამისგან ბევრი მშვენიერი რამ შეიძლება გამოვიდეს ან, სულ მცირე, დაიწყოს. მაგრამ მგონია, რომ გამოვა კიდეც. მოგვიანებით მეორე შეხვედრაც გვექნება, როგორც იცით. მაგრამ ამას ახლა გავმართავთ და შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინს კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, სამიტის ფარგლებში სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივი შეხვედრაც არის დაგეგმილი. მანამდე ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 2
  1. UNIAN · Telegramნეიტრალურიჩინეთში დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოტრამპი პუტინზე: ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი პუტინზე - ის ჩემი მეგობარია
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ფოტოებს აქვეყნებს წარწერებით: „ჩემი მეგობარი“ და „მეგობრები“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები