ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კრემლის ცნობით, 19 ნოემბერს შენჭენში სი ძინპინის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამმხრივი სამიტი გაიმართება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება.
“19 ნოემბერს, პრეზიდენტი სი ძინპინი შენჭენში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ-რუსეთ-აშშ-ის სამიტს გამართავს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შაბათს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, რომ შეხვედრა 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი შენჭენში 18-19 ნოემბერს გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…