პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის ფერდზე ათასობით რუსთაველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას შეძლებს

იუსტიციის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის ფერდზე ათასობით რუსთაველი მიწის ნაკვეთის დაკანონებას შეძლებს. იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრმა რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და დოკუმენტების ნუსხა უკვე განსაზღვრეს.

ათასობით რუსთაველი, რომელიც იაღლუჯის ფერდზე მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა წლების განმავლობაში მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს. ათასობით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის უკვე იმუშავა უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, და განსაზღვრა მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზებიც.

იუსტიციის სამინისტროს უკვე გამოქვეყნებული აქვს ის დოკუმენტაცია, რომელიც მოქალაქეებმა მიწების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ. იმ რუსთაველებს კი, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ.

გივი მოსიაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის რეგისტრაციისთვის განაცხადი უკვე შეიტანა. ტერიტორია მას 80-იან წლებში გადაეცა, თუმცა სურვილის მიუხედავად, დაკანონების შესაძლებლობა აქამდე არასდროს ჰქონია.

გივი მოსიაშვილის გარდა, მიწის დარეგისტრირების საშუალება ათასობით მოქალაქეს მიეცა. ამბობენ, რომ ამ პროცედურის დაწყებამ მათთვის საკუთრებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი გაურკვევლობა და სირთულეები დაასრულა.

საკითხის შესწავლისა და სამართლებრივად მოწესრიგების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დოკუმენტაცია და ტერიტორიის თავისებურებები გამოიკვლია და პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები განსაზღვრა.

საჯარო რეესტრი უკვე მზადაა, რომ მოქალაქეებს კუთვნილი მიწები დაუკანონოს. უწყებამ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა და ის პროცედურები განმარტა, რომლებიც მოქალაქეებს საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარება.

თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება. მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში პირადად მონაწილეობდა რუსთავის მერი.

იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა, როგორც იუსტიციის სახლებში, ისე საჯარო რეესტრის ოფისებში, დღეიდან შეუძლიათ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოიაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება
  2. რუსთავი 2სამთავრობოიაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
  3. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
  4. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: პრემიერს გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას​
  5. პირველი არხისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი – იაღლუჯის მთის მასივზე მიწების რეგისტრაციის დაწყება შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია, მოსახლეობა აღნიშნული მიწების დაკანონებას ითხოვს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიიაღლუჯზე მიწების რეგისტრაცია იწყება - ამას მოქალაქეები წლებია ითხოვენ
  7. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება - იაღლუჯას მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების დოკუმენტაციაზე: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, ის რუკები, რომლებიც შეიძლება, სარეგისტრაციო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყოს - კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები