ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერს გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იაღლუჯას მთის მასივზე მიწების რეგისტრაციის პროცესი იწყება, რომელიც ათასობით ოჯახს შეეხება.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას.
"ეს არის ის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც აწუხებდა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც აერთიანებს უწყებებს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.
ეს იყო ტექნიკურად და სამართლებრივად რთულად შესასრულებელი სამუშაოები, საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტები, რომლებიც დამუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ნებისმიერი უწყება, რომელმაც თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და, ზოგადად, მიწების განაწილებასთან დაკავშირებით.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე, მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას, მათ საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ამ რთული, კომპლექსური სამართლებრივი პროცესის შედეგად ეს შესაძლებელი ხდება“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაიაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება
იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
ლევან ჟორჟოლიანი – იაღლუჯის მთის მასივზე მიწების რეგისტრაციის დაწყება შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია, მოსახლეობა აღნიშნული მიწების დაკანონებას ითხოვს
იაღლუჯზე მიწების რეგისტრაცია იწყება - ამას მოქალაქეები წლებია ითხოვენ
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება - იაღლუჯას მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის ფერდზე ათასობით რუსთაველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას შეძლებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…