პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი – იაღლუჯის მთის მასივზე მიწების რეგისტრაციის დაწყება შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია, მოსახლეობა აღნიშნული მიწების დაკანონებას ითხოვს

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იაღლუჯის მთის მასივზე მიწების რეგისტრაცია იწყება, რაც ათასობით ოჯახს შეეხება.

ლევან ჟორჟოლიანი – იაღლუჯის მთის მასივზე მიწების რეგისტრაციის დაწყება შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია, მოსახლეობა აღნიშნული მიწების დაკანონებას ითხოვს
პირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია, მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას.

„ეს არის ის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც აწუხებდა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც აერთიანებს უწყებებს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. ეს იყო ტექნიკურად და სამართლებრივად რთულად შესასრულებელი სამუშაოები, საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტები, რომლებიც დამუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ნებისმიერი უწყება, რომელმაც თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და, ზოგადად, მიწების განაწილებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე, მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას, მათ საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ამ რთული, კომპლექსური სამართლებრივი პროცესის შედეგად ეს შესაძლებელი ხდება“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოიაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება
  2. რუსთავი 2სამთავრობოიაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
  3. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
  4. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: პრემიერს გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას​
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიიაღლუჯზე მიწების რეგისტრაცია იწყება - ამას მოქალაქეები წლებია ითხოვენ
  6. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება - იაღლუჯას მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  7. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის ფერდზე ათასობით რუსთაველი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას შეძლებს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე: 12 000 მოქალაქე პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები