თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე: 12 000 მოქალაქე პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე
თამარ ზოდელავას განცხადებით, იაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესის დაწყების შედეგად რუსთავის დაახლოებით 12 000 მოქალაქე შეიძლება გახდეს მესაკუთრე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ "იმედის" ეთერში ისაუბრა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მრავალწლიან პრობლემას მოაგვარებს. სარეგისტრაციო პროცესი დაიწყო და მათ, ვისაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილი ჰქონდა განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ დოკუმენტები, რათა სარეგისტრაციო პროცესი ბოლომდე იქნეს მიყვანილი მათი ინტერესების გათვალისწინებით.
"ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრის ახლა უკვე ქმედით ნაბიჯებზე. სარეგისტრაციო პროცესი, ფაქტობრივად, უკვე განახლდა და დაიწყო. ჩვენ ვსაუბრობთ, დაახლოებით, 12 000 მოქალაქეზე, ესენი არიან რუსთავის მცხოვრებნი, ვინც პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე. მათ, ვისაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილი ჰქონდა განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დღეს უკვე დაეგზავნათ შეტყობინებები და ეცნობათ, რომ იწყება სარეგისტრაციო პროცესი და, ბუნებრივია, მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ ის დოკუმენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო პროცესი ბოლომდე იქნეს მიყვანილი მათი ინტერესების გათვალისწინებით.
ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, პრემიერის ინიციატივით, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი იუსტიციის სამინისტროში და აქ იყო წარმოდგენილი ყველა მუნიციპალიტეტი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისათვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო. 12 000 მოქალაქეს მიეცა ახლა შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში გახდეს მესაკუთრე", - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი, წარადგინონ უფლების დამდგენი დოკუმენტები, ეს არის მებაღეობის წიგნაკი განაწილების გეგმები და სხვა მართლზომიერი ფლობის და საკუთრების უფლების დაბადასტურებელი დოკუმენტი.
"მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სახლებს მიმართონ, გააკეთონ განაცხადი, წარადგინონ უფლების დამდგენი დოკუმენტები - ეს არის მებაღეობის წიგნაკი, განაწილების გეგმები და სხვა მართლზომიერი ფლობის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბუნებრივი სარეგისტრაციო პროცესი მივიდეს ბოლომდე და ისინი გახდნენ მესაკუთრეები“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიათამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე: მართლაც, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო
თამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების დოკუმენტაციაზე: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, ის რუკები, რომლებიც შეიძლება, სარეგისტრაციო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყოს - კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა
თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს
თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე: 12 000 მოქალაქე პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…