თამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების დოკუმენტაციაზე: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, ის რუკები, რომლებიც შეიძლება, სარეგისტრაციო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყოს - კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას განცხადებით, იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრის გზები საარქივო მასალებისა და რუკების შესწავლით მოიძებნა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იაღლუჯას ქედის ფერდობზე მდებარე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების პროცესში წარსულში არსებულ სირთულეებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხში არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა.
„1980-იან წლებში მარნეულის ტერიტორიაზე არსებული იაღლუჯის ქედის ფერდობი გამოიყო რუსთავის მოსახლეობისთვის განაწილების მიზნით ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორია განაწილდა რუსთავის მოსახლეობაზე. ეს ხალხი მრავალი წელი ფლობდა და სარგებლობდა [მიწის ნაკვეთებით], მაგრამ ვერ ირეგისტრირებდა. მნიშვნელოვანი იყო, მოძიებული ყოფილიყო განაწილების გეგმები, საარქივო მასალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მართლაც დადგინდეს, რომ აღნიშნული პირი ფლობს, სარგებლობს და არის მესაკუთრე. აქაც იყო ძალიან ბევრი პრობლემა და განაწილების გეგმები არ მოიძებნებოდა”, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
მან პროცესში საინიციატივო ჯგუფის ჩართულობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა, აღვნიშნო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იაღლუჯის სამეზობლო ფორმით იყო ჩამოყალიბებული - მათთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია წარდგენილი ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო ეს საარქივო მასალა, ის რუკები, რომლებიც შეიძლება, სარეგისტრაციო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა.
აქ იყო როგორც სამართლებრივი, ასევე პროცედურული ნაწილი, რომელიც სწორედ ასეთი ჩართულობით გახდა შესაძლებელი, რომ გადაჭრილიყო”, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება იწყება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე: მართლაც, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო
თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…