პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება

იუსტიციის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება, რისთვისაც იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
იმედინიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იწყება იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საკითხის შესწავლისა და მისი სამართლებრივად მოწესრიგებისთვის იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისი მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო უწყებები. სამუშაო ჯგუფმა საკითხის კომპლექსურობისა და სირთულის გათვალისწინებით შეისწავლა არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ტერიტორიის თავისებურებები და განსაზღვრა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები და პროცედურები.

სარეგისტრაციო პროცესი იწყება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ სირთულეები იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

სარეგისტრაციო პროცესში შესაბამისი უწყებები საჭიროებისამებრ ჩაერთვებიან თითოეული საკითხის შესწავლის მიზნით, შეაფასებენ მოქალაქეების ხელთ არსებულ დოკუმენტებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე (Slr.napr.gov.ge) წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ. სააგენტო უკვე ფლობს მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და პროცესის ფარგლებში განიხილავს. კერძოდ, საჯარო რეესტრი თავად მოიძიებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რაც რეგისტრაციისათვის არის კანონით სავალდებულო.

დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყებისა და დამატებით დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც შესაძლოა, გახდეს აუცილებელი იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ფილიალებში.

მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დასადგენად დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოიაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება
  2. რუსთავი 2სამთავრობოიაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები