პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს

იუსტიციის სამინისტრო

იაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ზოდელავას თქმით, საჯარო რეესტრმა ათეულობით წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემის გადასაჭრელად საარქივო მასალები და რუკები შეისწავლა.

თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს
რუსთავი 2

"საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სარეგისტრაციო პროცესებისთვის კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ ზოდელავამ იმ პრობლემების შესახებაც ისაუბრა, რაც მიწის რეგისტრაციას ათეულობით წლის განმავლობაში უშლიდა ხელს:

"მრავალი ათეული წლის განმავლობაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა: პირველი ის, რომ 80-იან წლებში მარნეულის ტერიტორიაზე არსებული იაღლუჯის ქედის ფერდობი გამოიყო რუსთავის მოსახლეობისთვის განაწილების მიზნით, ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია განაწილდა რუსთავის მოსახლეობაზე; მეორე გახლდათ ის, რომ დოკუმენტები - განაწილების გეგმები, საარქივო მასალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დადგინდეს, მართლა ფლობს თუ არა პირი მიწის ნაკვეთს და არის თუ არა მესაკუთრე - ეს საარქივო მასალა უნდა ყოფილიყო მოძიებული. აქაც იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ეს განაწილების გეგმები არ მოიძებნებოდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი გახდა საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელიც იაღლუჯის სამეზობლო ფორმით იყო ჩამოყალიბებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოთამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე: მართლაც, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო
  2. იმედინიუსისამთავრობოთამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების დოკუმენტაციაზე: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, ის რუკები, რომლებიც შეიძლება, სარეგისტრაციო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყოს - კომპლექსური მიდგომით ჩვენ შევძელით, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გვეპოვა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები