პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის

ნაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ხატია დეკანოიძე სასამართლოს დარბაზიდან მისი უპატივცემულობისა და თავმჯდომარის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო გააძევეს. მან ოპოზიცია ვეტინგის თემაზე ევროკომისიის ანგარიშთან წინააღმდეგობასა და ქარტიის წაუკითხავად ხელმოწერაში დაადანაშაულა.

არჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის
იმედინიუსი

ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისა და თავმჯდომარის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.

„საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც პლენუმის წინაშე, დარბაზში შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეებს და არ ემორჩილება მათ მოთხოვნებს, გარეთ რომ გამოვა, იგივე გააგრძელოს. ისევ და ისევ - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ხან იტყვის რომ ნაცმოძრაობის წევრია და ხანაც იტყვის, რომ წევრი არაა“, - აღნიშნა მან.

გორდულაძე ასევე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას ვეტინგთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია არ აპირებდა პროცესში უცხოელების ჩართვას, არამედ ქართველ იურისტებზე ჰქონდათ აქცენტი.

„მათ შორის, ქალბატონი ხატია დეკანოიძე ახლა შეეწინააღმდეგა ევროკომისიის ანგარიშს, სადაც შავით თეთრზეა მითითებული, რომ ვეტინგი უნდა იყოს გამოყენებული საქართველოში და გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ახლა გამოვიდეს ქალბატონი ხატია და თქვას, იტყუება თუ არა, ან ეთანხმება თუ არა კომისიის გადაწყვეტილებას. ამაზე არც კი გვიმსჯელიაო.

გუშინ მაგალითად იმასაც ამტკიცებდნენ, ქარტიას ისე მოვაწერეთ ხელი წაკითხულიც არ გვაქვსო, საერთოდ პრინციპულ საკითხებზე არ გვიმსჯელიაო. ანუ მსჯელობისა და წაკითხვის გარეშე წარდგნენ საზოგადოების წინაშე და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ მხარი დაგვიჭირეთო. არა, ისინი ქართველ ხალხს კი არ ელაპარაკებიან, არამედ ამ ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს, თავიანთ პატრონებს უთხრეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები ვართ, კარგი აგენტები ვართ და თქვენს ნებისმიერ ნათქვამს წაუკითხავადაც მოვაწერთ ხელსო. მათ სასვენი ნიშნების შეცვლის უფლებაც კი არ აქვთ და ეს წარსულშიც გვაქვს ნანახი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები