პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ: “ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის”

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში არის ინტერესი, რომ საქართველოს მოუსმინონ, ქართული მხარე კი ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადაა.

მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობის შესახებ: “ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის”
POSTV

“ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან, საუბართან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, რომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები, კანდიდატი ქვეყნების ევროპული მომავალი და პოლიტიკური გამოწვევები – ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებული გაფართოების სამიტი გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე, ევროსტრუქტურებთან დღეს არსებულ ურთიერთობებსა და დიალოგის მზაობაზე ისაუბრა. დისკუსიები შეეხებოდა კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად მოუსმინონ საქართველოს. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან დაკავშირებით და მზაობასთან დაკავშირებით. რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ დიალოგისთვის
  2. რუსთავი 2სამთავრობოქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის ყველა საკითხზე - მაკა ბოჭორიშვილი​
  3. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება
  4. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – მზად ვართ ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება, იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში
  5. TV პირველიოპოზიციურიჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან - მაკა ბოჭორიშვილი
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - როდესაც „ევრონიუსზე“ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, მიანიშნებს, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს - ეს იყო კარგი შესაძლებლობა პრემიერისთვის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის, გარკვეულწილად, ინტერესი, მოუსმინონ საქართველოს. ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას“
მაკა ბოჭორიშვილი
„ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან, საუბართან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად, რომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით – რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან დიალოგისთვის“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები