პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა

ქართული ოცნება

პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა — ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ეს საპროცესო ნორმა არ არის და ისინი გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართავენ.

ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა
ფორმულა

"ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა.

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და მსგავსი ნორმა მასში მითითებული არ არის.

ადვოკატის თქმით, თუ, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ღარიბაშვილი მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გენერალური პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

"როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში", - თქვა ადვოკატმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდება
  2. TV პირველიოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლესთან მისცეს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგამომძიებელი - პროკურატურაში შემოსულ ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად შევდივართ - ამის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა - ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
  5. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს - ადვოკატმა განმარტა, რატომ არ შეხვდა ექს-პრემიერი გასაუბრებაზე შესულ გამომძიებელს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ - ყოფილი პრემიერი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები