პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ - ყოფილი პრემიერი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატებმა სახალხო დამცველს მიმართეს და პროკურატურის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაუწყებლობაზე რეაგირება მოსთხოვეს.

ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ - ყოფილი პრემიერი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
TV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველის ოფისში იმყოფებიან. კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფლებადამცველები სოსო ბარათაშვილი და ნათია თამაზაშვილი ლევან იოსელიანს მტკიცებულებებით მიმართავენ და პროკურატურის უმოქმედობაზე რეაგირებას ითხოვენ.

დაცვის მხარის მტკიცებით, საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად არ იწყებს გამოძიებას ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის მსხვერპლია. ყოფილი პრემიერის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი მისი საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვაა.

სახალხო დამცველის არის შეხვედრა. როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, დღეს დათანხმდა ირაკლი თანაშომრლობას და შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება ფორმატი და თუ რა არის საჭირო საქმის მოკვლევის გასაგრძელებლად, - თქვა ნათია თამაზაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა 10 ნოემბერს უკვე დაიწყო. იოსელიანი ასევე სწავლობს სასამართლო სხდომების დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახალხო დამცველმა ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები