,, რა გჭირთ, რამ დაგიბნელათ გონება, რამ დაგაყრუათ, რამ დაგაბრმავათ?” – რუსუდან შარაძე
რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ „კაცისმკვლელი და სისხლისმსმელი რეჟიმი დაბრუნებას ლამობს“ და მართლმადიდებლურ მრევლს შორის განხეთქილების საფრთხეზე საუბრობს.

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:
,,ხალხო, დავიჯერო, ზოგიერთი ვერ ხვდებით, რა ბომბია ჩადებული ამ ისტერიაში ღმერთის სახელითა და ხელში ჯვრით? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ვერცერთმა გზამ ვერ გაუმართლათ და ახლა ქართველებს შიგ გულში გვირტყამენ? რა გჭირთ, რამ დაგიბნელათ გონება, რამ დაგაყრუათ, რამ დაგაბრმავათ? რატომ არ ფიქრობთ, თუ რა იქნება ხვალ, საქართველოს მართლმადიდებლურ მრევლს შორის განხეთქილებამ რომ იფეთქოს?
სააკაშვილზე რომ სიცილით კვდებით ზოგიერთი რეგვენი, – რა დროს მიშააო. ჯერ ერთი, რა მნიშვნელობა აქვს სახელს, კაცისმკვლელი და სისხლისმსმელი რეჟიმი დაბრუნებას ლამობს, მერედა – რამე რომ მოხდეს, გიჟს და მანიაკს ვინმე ციხეში დატოვებს? ან კიდევ – ციხიდან გამოსული ვინმეს რამეს დაუთმობს? რომც დაუთმოს, რამე განსხვავება იქნება?
ჩემი სამშობლო მენანება, ჩემი სისხლი და ხორცი – მოუსყიდავი და ერთგული ქართველები მენანებიან, თორემ კი ვიცი, რა ეკუთვნის ამათ – სამუდამო ცოცხი და დუბინკა ციხის ჯურღმულებში!
აზრზე მოდით! საქართველოს არ დაგითმობთ არავის, არც ნაძირლებს და არც მათ აყოლილ ბრიყვებს! კარგად დაიმახსოვრეთ ეს! და ანგარებით რამდენიც აქ წერთ ისტერიულად, ღმერთმა განგსაჯოთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!!!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…