პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორი

საქართველოს პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ. პროკურორ გიორგი გიორგაძის განცხადებით, გამოძიების დაწყების საკითხი ექს-პრემიერთან გასაუბრების შემდეგ გადაწყდება.

გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორი
TV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ - ეს საჭიროება [გასაუბრება] პროკურატურამ ექს-პრემიერის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჩათვალა საჭიროდ.

საუბარია განცხადებებზე, სადაც ყოფილი პრემიერი სავარაუდო ზეწოლაზე, შანტაჟსა და იძულების ფაქტებზე საუბრობს.

როგორც ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი გიორგაძემ განაცხადა, ყოფილ პრემიერთან გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება.

საქართველოს პროკურატურაში შემოსულია წერილობითი მოთხოვნა გარკვეული ინფორმაციით, თუმცა ინფორმაციაში არაა მკაფიო დანაშაულის ნიშნები, რასთან დაკავშირებითაც შევდივართ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად.

ჩვენ შევდივართ გასაუბრების მიზნით, გავესაუბროთ ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეული ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის მიღების შემდგომ გადაწყდება გამოძიების დაწყება, არ დაწყების საკითხი.

ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დაწყებული, შევალთ გავესაუბრებით და დამატებით შემდგომ გავაკეთებთ კომენტარს"- თქვა მან.

გიორგი გიორგაძემ არ უპასუხა კითხვას, უნდა გამოიკითხოს თუ არა ამ საქმეზე ბიძინა ივანიშვილი.

ამ ეტაპზე სხვა ინფორაციას ვერ მოგაწოდებთ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები