ღარიბაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს - ადვოკატმა განმარტა, რატომ არ შეხვდა ექს-პრემიერი გასაუბრებაზე შესულ გამომძიებელს
ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა და გამოძიების დაწყებას ითხოვს. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, გამოძიების დაწყების შემთხვევაში ექსპრემიერი მზადაა ჩვენება მაგისტრატ მოსამართლეს მისცეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს - როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა თქვა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა.
იურისტის განმარტებით, გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბარათაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.
ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში მიდის, სადაც გენერალური პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
„დღეს, ირაკლი ღარიბაშვილთან ორი გამომძიებელი იყო შესული, მათ გამოთქვეს სურვილი, მას გასაუბრებოდნენ. ჩვენ ვკითხეთ, თუ რომელი საპროცესო ნორმის მიხედვით ხდებოდა გასაუბრება, მათ ეს ვერ დაგვისახელეს, გვითხრეს, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ ვუპასუხეთ მათ, რომ ამგვარ ფორმას, გასაუბრებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუკი, გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან, ეს ყველაფერი ოქმის სახით დაფიქსირდა.
საუბარი არ შემდგარა. როგორც აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებული არ არის. ამის თაობაზე ჩვენ აღვნიშნეთ ოქმში, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე, სათანადო განცხადებით, გამოძიების დაწყების თაობაზე მივმართოთ გენერალურ პროკურორს. ვფიქრობდით, რომ გამოძიება ვალდებული იყო გამოძიება დაწყებულიყო საჯარო განცხადებების საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება ფსიქიკური და მორალური ზემოქმედების ნიშნებს შეიცავდა.
როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლესთან მისცეს
გამომძიებელი - პროკურატურაში შემოსულ ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად შევდივართ - ამის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი
ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა - ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…