ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლესთან მისცეს
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლეს მისცეს.

იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაწყებულია, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის - ის ჩვენებას მისცემს მაგისტრანტ მოსამართლეს - ამის შესახებ "პირველებს" დაკავებული ექს-პრემიერის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარაიბაშვილის გამოკითხვასთან ერთად გამოძიებამ კითხვები უნდა დაუსვას იმ პირებსაც, რომელსაც ღარიბაშვილი "შამავლად" ასახელებს.
წესით და რიგით, ყველა იმ პირის გამოკითხვა უნდა მოხდეს გამოძიების მიერ, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ამ ყველაფერს [იმ პირის გამოკითხვის აუცილებლობას, რომლის დავალებითაც ღარიბაშვილის თქმით მას წერილი მიწერეს] განაპირობებს უკვე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიცემული ჩვენება.
როგორც ცნობილია, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 2026 წლის ივლისში გაეგზავნა წერილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ, სადაც მოთხოვნილი იყო ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია" - თქვა ადვოკატმა.
კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით დღეს შეხვდება.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერთან პროკურორი და ადვოკატები 14:00 საათზე შევლენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდება
გამომძიებელი - პროკურატურაში შემოსულ ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად შევდივართ - ამის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…