პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - სი ძინპინთან და პუტინთან ჩემს საყვარელ თემაზე, უკრაინაზე ვისაუბრებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაზე, დენუკლეარიზაციასა და ირანზე ისაუბრებს, ამასთან, შესაძლოა კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს.

დონალდ ტრამპი - სი ძინპინთან და პუტინთან ჩემს საყვარელ თემაზე, უკრაინაზე ვისაუბრებთ
ინტერპრესნიუსი

სი ძინპინთან და პუტინთან ჩემს საყვარელ თემაზე, უკრაინაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვისაუბრებთ დენუკლეარიზაციაზე. ასევე, ვისაუბრებთ ირანზე. ვისაუბრებთ ჩემს საყვარელ თემაზე - უკრაინაზე“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის გარდა, ქალაქ შენჭენში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს.

„ჩვენ ჩინეთში მივემგზავრებით, სადაც სი ძინპინს შევხვდებით. ასევე შევხვდებით პრეზიდენტ პუტინს. შესაძლოა, კიმ ჩენ ინსაც. ასე რომ, ეს კარგი იქნება. შანსი გვაქვს, ბევრს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩვენ ვცდილობთ, დავასრულოთ ომი ირანში – ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები