პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამომძიებელი - პროკურატურაში შემოსულ ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად შევდივართ - ამის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის გამომძიებელი გიორგი გიორგაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე დანაშაულის ნიშნები მკაფიოდ გამოკვეთილი არაა და გამოძიების დაწყება მასთან გასაუბრების შემდეგ გადაწყდება.

გამომძიებელი - პროკურატურაში შემოსულ ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად შევდივართ - ამის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი
ინტერპრესნიუსი

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლები გასაუბრების მიზნით შევიდნენ.

აღნიშნული გასაუბრება ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება, რომელშიც ყოფილი პრემიერი სავარაუდო ზეწოლაზე, შანტაჟსა და იძულების ფაქტებზე საუბრობს.

როგორც ღარიბაშვილთან შესვლამდე ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებელმა გიორგი გიორგაძემ განაცხადა, ყოფილ პრემიერთან გასაუბრების შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება.

„საქართველოს პროკურატურაში შემოსულია წერილობითი მოთხოვნა გარკვეული ინფორმაციით, თუმცა, ინფორმაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, რასთან დაკავშირებითაც შევდივართ ირაკლი ღარიბაშვილთან მეტი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ შევდივართ გასაუბრების მიზნით, უნდა გავესაუბროთ ირაკლი ღარიბაშვილს. ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყება-არ დაწყების საკითხი. ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული არ არის, შევალთ, გავესაუბრებით და დამატებით შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს“, - განაცხადა გიორგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ღარიბაშვილს დღეს, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შეხვდება
  2. TV პირველიოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ჩვენება მაგისტრანტ მოსამართლესთან მისცეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ - ყოფილი პრემიერი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები