პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო - ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს

დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, თუმცა ის „ცოტათი უკან იხევს“ და სურს, რომ ომი დასრულდეს.

დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო - ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს
ინტერპრესნიუსი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს. ვფიქრობ, მას უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. ბევრად უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო. გულწრფელად რომ ვთქვა, მას სურს, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, უკრაინაში Starshield-ის ტერმინალების მუშაობის შეფერხების შესახებ არაფერი იცის.

„ამის შესახებ არაფერი მსმენია“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა, ფრონტის ხაზზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტი კვლავ შეფერხებით მუშაობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები