კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
„რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი ზურაბაშვილი პარალელურად შეინარჩუნებს პოსტს საგარეო საქმეთა უწყებაში, თუმცა კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს წარმოადგენს როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.
„მისი თხოვნა იყო, რომ განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება არ უკავშირდება რაიმე ახალ ეტაპს რუსეთთან ურთიერთობაში.
რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია გასული წლის დეკემბრიდან, როცა გიორგი ქაჯაიამ თანამდებობა დატოვა.
მანამდე, 12 წლის განმავლობაში, ამ პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებდა და ე.წ. პრაღის ფორმატში პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გრიგორი კარასინთან.
ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაირაკლი კობახიძე: ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ალეკო წულაძის ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და პრაქტიკის გათვალისწინებით მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე – ბევრი რამ გაკეთდა ალეკო წულაძის ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ, რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
ვინ არის და რა ქონებას ფლობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის ახალი სპეცწარმომადგენელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…