კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა
დიდ დიღომში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა. კახა კალაძის განცხადებით, 3 500-მდე დაზარალებულიდან დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი, წლის ბოლომდე კი კიდევ 600-მდე ოჯახი მიიღებს ფართს.