პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“სამი პირი დაჭრა” – სისხლიანი გარჩევა სენაკში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტში სამი პირის ცივი იარაღით დაჭრისა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს.

“სამი პირი დაჭრა” – სისხლიანი გარჩევა სენაკში
ალია

დააკავეს პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
  2. იმედინიუსისამთავრობოსამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდააკავეს პირი, რომელმაც სენაკში დანით სამი პირი დაჭრა და მიიმალა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითბილისში დააკავეს ძებნილი, რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისენაკში მკვლელობის მცდელობასა და დაჭრაში ბრალდებული თბილისში დააკავეს
  6. ფორმულაოპოზიციურისამი ადამიანის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები