თბილისში დააკავეს ძებნილი, რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დააკავა ძებნილი, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას სამი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.

ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების თანახმად, დანაშაული, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა - ბრალდებულმა სამ ადამიანს ცივი
იარაღით გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ძებნილი თბილისში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…