დააკავეს პირი, რომელმაც სენაკში დანით სამი პირი დაჭრა და მიიმალა
შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში დააკავა ძებნილი, რომელმაც სენაკის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით 3 პირი დაჭრა და მიიმალა.

დააკავეს პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…