პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ჩემი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა მკაცრად იყო აკრძალული, და ბიძინა ივანიშვილს ილია მეორის მიმართ „უკიდურეს სიძულვილში“ ადანაშაულებს.

,, ჩემი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა” – სააკაშვილი
ალია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მეუფე იობი ბოლო წლებია ამბიონიდან ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს.

მთლიანად ვეთანხმები მეუფე ნიკოლოზისგან და მეუფე ილარიონისგან და სხვა სასულიერო და საერო მოღვაწეებისგან მეუფე იობის გაბედული და სამართლიანი პოზიციის დაცვას.

ერთადერთი, მეუფემ უნდა ახსნას, თუ რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ. ივანიშვილი ამას არც არასდროს მალავდა, ისევე როგორც არ მალავდა ილია მეორის მიმართ უკიდურეს სიძულვილს.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა და ეკლესიის საქმეში ჩარევა. ( ამას ბევრი ნაკლად მითვლის და ამბობს, რომ ანაფორიანებისთვის ფაქტობრივად იმუნიტეტის მიცემით, ხელი გავუხსენი რუსულ აგენტურას). თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ სულიერება, ძალიან მგრძნობიარე სფეროა და იქ ხელის ფათური, სახელმწიფოს საქმე არ არის.

2012 წელს, „დაგმე მიშას“ კამპანიის ავტორი იყო მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, რომელსაც ქოცებმა 2014 წელს, წყნეთის ცენტრში გადასცეს მილიონად ღირებული ნაკვეთი.“

შეგახსენებთ, ,,ალია” სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წერდა ე.წ მამაოების საამართველოზე და იმ კულუარულ ამბებზე, სადაც დახურული წყაროები ყვებოდნენ, როგორ აჩუქეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ,,ტოიოტას” მარკის ახალი ჯიპები, სადაც მოსასმენი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული. ,,ალია” უკვე ივანიშვილის მმართველობისას, 2017 წელს, იმასაც წერდა, თუ რა ბედი ეწია ამ ე.წ. მამაოების საამართველოს.

https://www.alia.ge/skandali-sapatriarqoshi-ra-bedi-etsia-mamaoebis-sammarthvelos/

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია, ყოჩაღ" - ლევან ბეჟაშვილი მეუფე იობის განცხადებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები