პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, სამეგრელოს პოლიციამ თბილისში დააკავა პირი, რომელმაც ოქტომბერში სენაკის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით 3 ადამიანი დაჭრა და მიიმალა.

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდააკავეს პირი, რომელმაც სენაკში დანით სამი პირი დაჭრა და მიიმალა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითბილისში დააკავეს ძებნილი, რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები