ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში 2 ადამიანი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას ორი ადამიანის დაჭრისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის ორ მუხლზე მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისში 2 ადამიანი დაჭრეს
თბილისში 2 ადამიანი დაჭრესალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული პირები კლინიკაში გადაიყვანეს.“ – წერს შსს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაჭრაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები