სამი ადამიანის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, თბილისში დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით სამი ადამიანის დაჭრისთვის ეძებდნენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანის დაჭრისთვის ეძებდნენ.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:, - წერია უწყების განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
დააკავეს პირი, რომელმაც სენაკში დანით სამი პირი დაჭრა და მიიმალა
თბილისში დააკავეს ძებნილი, რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
“სამი პირი დაჭრა” – სისხლიანი გარჩევა სენაკში
სენაკში მკვლელობის მცდელობასა და დაჭრაში ბრალდებული თბილისში დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…