პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყაველაშვილს “ოცნების“ პროპაგანდისტის მიერ სინოდის წევრის გინების ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

ქართული ოცნებასაპატრიარქო

მიხეილ ყაველაშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ლაშა ნაცვლიშვილის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის გინების ფაქტს და არ უპასუხა შეკითხვას, ემიჯნება თუ არა მას.

ყაველაშვილს “ოცნების“ პროპაგანდისტის მიერ სინოდის წევრის გინების ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია
TV პირველი

მიხეილ ყაველაშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის გინების ფაქტს.

პრეზიდენტს ამის საშუალება დღეს ჰქონდა, როცა ყაველაშვილი მეტეხის ხიდზე, ასიათასი მოწამის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისზე გამოჩნდა.

“პირველების“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყაველაშვილმა არ თქვა, ემიჯნება თუ არა პროპაგანდისტს, ან რა კომენტარის გაკეთება შეუძლია ნაცვლიშვილის ქმედებაზე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშმა, მეუფე იობის ქადაგების შეფასებისას თქვა, რომ „ღმერთმა შეუნდოს“

ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო, სოციალურ ქსელში დაწერა: „იობ ტვაიუ მაწ რა“.

მეუფე იობის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ქადაგების შემდეგ მასზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე.

"ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს"- თვლის მამა ანდრია.

კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი ლაშა ნაცვლიშვილს აღსარების ჩაბარებას ურჩევს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ივანიშვილმა აგინა წმინდა სინოდის წევრს, [ნაცვლიშვილმა] გამოხატა ივანიშვილის პოზიცია - გოგიჩაიშვილის შეფასებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები