პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“როგორმე მეუფე იობის გინებას გადავიტანთ, როგორც ღარიბაშვილის დაჭერა გადავიტანეთ” – ბადრი გრიგალაშვილი

ქართული ოცნებასაპატრიარქო

პოლიტიკოს ბადრი გრიგალაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს თავს რაც ხდება, სრულიად დამსახურებულია, რადგან მან ხალხის დარბევასა და რეპრესიებზე ხმა არ ამოიღო და მთავრობის კრიტიკა მხოლოდ აზარტული თამაშების კანონის გამო გაახსენდა.

“როგორმე მეუფე იობის გინებას გადავიტანთ, როგორც ღარიბაშვილის დაჭერა გადავიტანეთ” – ბადრი გრიგალაშვილი
ალია

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:

ერთი მხრივ სამარცხვინოა ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტები, მაგრამ რაც საპატრიარქოს თავს ხდება უსამართლო ამაში არაფერია.

როცა ხალხის დარბევაზე, წამებაზე, რეპრესიულ კანონებზე, დემოკრატიის დასამარებაზე და უამრავ სიბოროტეზე ხმა არ ამოგიღია იმიტომ, რომ ქრისტიანობა დიდი ხსნის წინ გაცვალე მიწებში, ტყეებში, საგადასაღადო შეღავათებში და სხვა ათას პრივილეგიაში, ხოლო მაშინ გაგახსენდა მთავრობია კრიტიკა, როცა აზარტული თამაშების კანონზე შენი აზრი დაიკიდა, სრულიად ლოგიკური და დამსახურებულია შენს თავს რაც ხდება.

ნეტავ არც ნარკოპოლიტიკაზე გაეთვალისწინებინათ ამათი აზრი და მომავალშიც ნაკლებად გაუწიონ ანგარიში, ამ რეალობისკენ ვიქნები მე.

ნაკლები საპარტიარქოს გავლენა პოლიტიკაზე ნიშნავს ნაკლებ სიბნელეს ჩვენს ცხოვრებაში.

როგორმე მეუფე იობის გინებას გადავიტანთ, როგორც ღარიბაშვილის დაჭერა გადავიტანეთ.

ეგ კი არა, კონკორდატის პირობებსაც თუ გადახედავენ მთლად უკეთესი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება ქრისტიანულ მორალს” – ანდრია ჯაღმაიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები