ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ძალოვნებს 5-5 წელი მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ძალოვნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
ლევან ხაბეიშვილს 2024 წლის 30 აპრილს დაესხნენ თავს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს გამოიტანეს.
პროცესი თავიდანვე დახურული და მისი მიმდინარეობა ფაქტობრივად გასაიდუმლოებული იყო. არ სახელდებოდა ბრალდებულების ვინაობა.
ბრალდებულები სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში ცნეს დამნაშავედ. სასჯელის სახედ და ზომად ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ 2026 წლის 7 მაისს განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, გურამ როგავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებული იყო სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.
ჟურნალისტ გურამ როგავაზე და დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებული სპეცრაზმელების საქმე ერთად განიხილებოდა. მათგან თითოეულს, სამ პირს, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიუსაჯა 5-5 წლით პატიმრობა 12 ნოემბერს.
ამის შესახებ წაიკითხეთ ბმულებზე:
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიახაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ის და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ლევან ხაბეიშვილის ცემაში ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…