პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელები 5-5 წლიან პატიმრობაში გაუშვეს

ნაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

„ენმ-ის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელ სპეცრაზმელებს სასამართლომ 5-5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაცვის მხარე დავალების გამცემთა დასჯასაც მოითხოვს.

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელები 5-5 წლიან პატიმრობაში გაუშვეს
TV პირველი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელები 5-5 წლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი.

უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ განაჩენის შესახებ პროკურორის სატელეფონო ზარით შეიტყო.პატიმრობაში მყოფი ხაბეიშვილი მოითხოვს არა მხოლოდ საქმის შემსრულებლის, არამედ დავალების გამცემი პირების დაკავებას და გასამართლებას.

ამ განაჩენით სამართლიანობა არ აღდგენილა, ხაბეიშვილი მოითხოვს არა მხოლოდ საქმის შემსრულებლის, არამედ დავალების გამცემი პირების დაკავებას და გასამართლებას", - ამბობს ტყეშელაძე.

სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსსა და შსს-ს თანამშრომელს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 6 მაისს პროკურატურამ 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურილევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები