პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ის და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ნაციონალური მოძრაობასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიშინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ხაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ის და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ფორმულა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

განაჩენი გუშინ გამოცხადდა, მაგრამ პროცესზე არ ყოფილან არც ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა განაჩენის შესახებ პროკურორის სატელეფონო ზარით შეიტყო, ისევე როგორც გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის შემთხვევაში.

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურილევან ხაბეიშვილის ცემაში ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები