ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
სამოქალაქო აქტივისტ ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეუფარდა.

სამოქალაქო აქტივისტის, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულებს ასევე 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვაც შეეფარდათ.
ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.
პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინაა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ზვიად მაისაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…