პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას" - ახალციხის მერია განმარტავს, რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად

ახალციხის მერია უარყოფს დისკრიმინაციულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ კათოლიკეებს ციხის საკონფერენციო დარბაზი შენობის გაუმართაობისა და საფრთხის შემცველობის გამო არ დაუთმეს.

"ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას" - ახალციხის მერია განმარტავს, რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად
რუსთავი 2

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალციხის ციხეზე არსებული დარბაზი ამ ეტაპზე ტექნიკურად გაუმართავია: ჩამოდის წყალი, ჭერიდან ცვივა ბათქაში და შენობა არის საფრთხის შემცველი.

"ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზის დათმობასთან დაკავშირებით.

გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ახალციხის ციხეზე არსებული დარბაზი ამ ეტაპზე ტექნიკურად გაუმართავია: ჩამოდის წყალი, ჭერიდან ცვივა ბათქაში და შენობა არის საფრთხის შემცველი. დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. დარბაზიდან გატანილია ინვენტარის ნაწილი და შესაბამისი აპარატურა. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ განმცხადებელს, მომართვის შემდეგ.

ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მცდელობას. აქედან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ნებისმიერ მსურველს დარბაზის გამოყენებასთან დაკავშირებით ანალოგიური პასუხი გაეცემოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში არცერთი შეხვედრა ან ღონისძიება არ ჩატარებულა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის დარბაზში არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობო„ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მცდელობას“ - ახალციხის მერია განმარტავს, რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მცდელობას“ - ახალციხის მერია განმარტავს, რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები