დეა მეტრეველი: კარგად დაგეგმილი და მართული ბინძური კამპანიაა გაჩაღებული მეუფე იობის წინააღმდეგ. იმედი მაქვს საპატრიარქო უფრო მკაფიო განცხადებას გაავრცელებს უახლოეს მომავალში
დეა მეტრეველი: ამ პოსტების უკან არ დგანან რეალური ადამიანები. ეს არიან ტროლები, რომლებიც მიზანმიმართული სიძულვილის კამპანიას ეწევიან და ყველა ვხვდებით ვისი მითითებითაც.

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
ტიკტოკში შევიხედე და არ იცით რა ხდება
კარგად დაგეგმილი და მართული ბინძური კამპანიაა გაჩაღებული მეუფე იობის წინააღმდეგ. დიფფეიკ ვიდეოები, ფოტოები წარმოუდგენელი სიხშირით.
ამ პოსტების უკან არ დგანან რეალური ადამიანები. ეს არიან ტროლები, რომლებიც მიზანმიმართული სიძულვილის კამპანიას ეწევიან და ყველა ვხვდებით ვისი მითითებითაც.
“ურწმუნოა და არაეკლესიურია ხელისუფლება” - მეუფე იობის აი, ეს სიტყვები გახდა მიზეზი ამ სამარცხვინო კამპანიის. იმედი მაქვს საპატრიარქო უფრო მკაფიო განცხადებას გაავრცელებს უახლოეს მომავალში.
პ.ს. შეგნებულად არ ვაზიარებ ამ ყალბი ინფორმაციის ბმულებს მათ გავრცელებას ხელი რომ არ შევუწყო.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…