ახალციხის მერმა და რექტორმა კათოლიკეებს დარბაზი არარსებული რემონტის მიზეზით არ დაუთმეს
catholic.ge-ს ცნობით, ახალციხის მერმა და უნივერსიტეტის რექტორმა კათოლიკე ეკლესიას კონფერენციისთვის დარბაზის დათმობაზე უარი არარსებული რემონტის მომიზეზებით უთხრეს.

13 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ საერთაშორისო კონფერენცია დაგეგმა, რომელიც წმინდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებისათვის საკონფერენციო დარბაზის გამოყოფის თხოვნაზე კათოლიკე ეკლესიას უარი უთხრეს ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ.
როგორც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედიასაშუალება catholic.ge წერს, ორივე თანამდებობის პირმა უარის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა ადგილზე გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ რეალურად არცერთ ობიექტზე მსგავსი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
მიუხედავად შექმნილი დაბრკოლებებისა, ღონისძიება ჩატარდა — საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც უცხოელი და ქართველი მკვლევარები ესწრებოდნენ, „ახალციხე ინნის“ საკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…