ყოველი მათი განმარტება ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, მათი განცხადებები მათივე პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს - გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე
გიორგი კახიანის მტკიცებით, ოპოზიციის ყოველი განმარტება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს და მათ სათქმელი აღარაფერი აქვთ. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომა რამდენიმე საათში ისევ კითხვა-პასუხის დაიწყება.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად კონკრეტული პარტიების მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებას და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" გუშინდელი შეფასებების მერე სათქმელი ფაქტობრივად აღარაფერი აქვთ, რადგან ყოველი მათი განმარტება და პოზიცია ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.
"დღესაც სხდომა გაგრძელდება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ კითხვების დასმით და რას უნდა ველოდოთ გუშინდელ შეფასებებს თუ გავითვალისწინებთ, მათ სათქმელი უბრალოდ არაფერი აქვთ. ყოველი მათი განმარტება და ყოველი მათი პოზიცია ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, ასე რომ ძალიან წყნარად ვუსმენთ ჩვენ ყველაფერ ამას და მათი განცხადებები, მათივე პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…