ერიკ ტრამპი: საქართველო, დიდი ხანია, დასავლური მიმართულებით ვითარდება, იქნება ეს ნატოსკენ სწრაფვა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა თუ ის, როგორ მიიღო ქვეყანამ ამერიკა და დასავლური ცხოვრების წესი
შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, ერიკ ტრამპმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში თბილისის Trump Tower-ის პროექტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო დასავლური მიმართულებით ვითარდება და პროექტი ქვეყნის მიმართ დასავლეთის ნდობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, თბილისის Trump Tower-ის პოექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება ახალი თავი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
"ვფიქრობ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ისედაც ახალი თავი იწერება, არა? ჩემი აზრით, ამ ურთიერთობაში ნამდვილად მოხდა ცვლილება. საქართველო, დიდი ხანია, დასავლური მიმართულებით ვითარდება. იქნება ეს ნატოსკენ სწრაფვა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა თუ ის, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ ამერიკა და დასავლური ცხოვრების წესი.
ამავე პერიოდში საქართველო, მრავალი თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობასაც ჩამოშორდა. განვითარდა კაპიტალის ბაზრები და, რა თქმა უნდა, ეკონომიკა, ტურიზმიც.
ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი დასავლური ბრენდი ვართ. ამიტომ, როდესაც ამ ქალაქში შემოვდივართ და აქ ამ გამორჩეულ, საკულტო შენობას ვაშენებთ, ესეც, რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს შეასრულებს.
ვფიქრობ, ეს დასავლეთში საქართველოს მიმართ ნდობას კიდევ უფრო გააძლიერებს და ბევრ ადამიანს უკეთ დაანახებს, თუ რა ქვეყანაა საქართველო და რა როლი და ადგილი უკავია მას მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაერიკ ტრამპის ექსკლუზიური ინტერვიუ "რუსთავი 2-თან": საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, ქვეყანა საოცარი ტემპით ვითარდება
ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ბევრი ბიზნესმენისთვის გახდება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქართველოში შევდივართ
ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ეს არაა პატარა საცხოვრებელი კომპლექსი - ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთ
ერიკ ტრამპი Trump Tower-ზე: ჩვენ შემოვიტანთ დასავლურ სტანდარტებს, თუმცა ასევე შევინარჩუნებთ არქიტექტურას და დიზაინს, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზე
ერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას
ერიკ ტრამპი: მე არასოდეს შემხვედრია ქართველი, რომელიც ყველა თვალსაზრისით შესანიშნავი ადამიანი არ ყოფილიყო, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ამ რეგიონში შემოვდივართ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…