ერიკ ტრამპი: ხშირად ვიქნები თბილისში და ამით წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვარ
შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, ერიკ ტრამპმა, "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში ახლო მომავალში ჩამოსვლას, მშენებლობის დაწყებას დაესწრება და საქართველოს დედაქალაქში ხშირად ყოფნას გეგმავს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, განაცხადა, რომ თბილისში ახლო მომავალში აპირებს ჩამოსვლას.
კითხვაზე, მალე იხილავს თუ არა საზოგადოება მას საქართველოს დედაქალაქში, ერიკ ტრამპმა განაცხადა: "ძალიან, ძალიან, ძალიან მალე. მშენებლობის დაწყებას დავესწრები და შემდეგაც ბევრჯერ ჩამოვალ. ხშირად ვიქნები თბილისში და ამით წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვარ".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…