პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ბევრი ბიზნესმენისთვის გახდება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქართველოში შევდივართ

რუსთავი 2

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, ერიკ ტრამპმა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში Trump Tower-ის მშენებლობა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება სხვა უცხოური კომპანიებისა და ბიზნესმენებისთვის საქართველოში შემოსასვლელად. მისი თქმით, პროექტი იქნება უმაღლესი კლასის უძრავი ქონება მთელ ევროპაში და ქვეყნისთვისაც ძალზე სასარგებლო იქნება.

ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ბევრი ბიზნესმენისთვის გახდება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქართველოში შევდივართ
რუსთავი 2

როგორც წესი, როდესაც ისეთ ქვეყანაში ვიწყებთ ოპერირებას, სადაც დასავლური სამყაროსთვის ნაკლებად ათვისებული ბაზარია, ჩვენი შესვლა ხშირად სხვა კომპანიებისთვისაც ხდება სიგნალი. ისინი ჩვენ მოგვყვებიან და ახალი შესაძლებლობების ძიებას იწყებენ, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ერიკ ტრამპის თქმით, Trump Tower Tbilisi-ი იქნება უმაღლესი კლასის უძრავი ქონება მთელ ევროპაში.

"ვფიქრობ, ჩვენ მსოფლიოში უძრავი ქონების სფეროში ნომერ პირველი ბრენდი ვართ.

ჩვენ ყველა ქვეყანაში არ შევდივართ და, ყველა ქალაქსაც არ ვირჩევთ. ჩვენ ადგილმდებარეობებს ძალიან ფრთხილად ვარჩევთ. თითოეულ აშენებულ შენობაზე მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 შემოთავაზებაზე უარი მოდის. ადგილი განსაკუთრებული და გამორჩეული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ თბილისი.

როდესაც ქვეყანაში ასეთი ძლიერი დასავლური ბრენდი შედის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ ბევრი სხვა ბრენდიც მოგვყვება. ბევრი ბიზნესმენისთვის გახდება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქართველოში შევდივართ.

როგორც წესი, როდესაც ისეთ ქვეყანაში ვიწყებთ ოპერირებას, სადაც დასავლური სამყაროსთვის ნაკლებად ათვისებული ბაზარია, ჩვენი შესვლა ხშირად სხვა კომპანიებისთვისაც ხდება სიგნალი. ისინი ჩვენ მოგვყვებიან და ახალი შესაძლებლობების ძიებას იწყებენ.

რაც შეეხება უშუალოდ უძრავ ქონებას, ეს შენობა ნამდვილად გამორჩეულია. Gensler-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული კომპანიაა, გენერალური გეგმა ნამდვილად შთამბეჭდავია. Trump Tower-ი ამ გეგმის ფარგლებში პირველი შენობაა და მჯერა, რომ ის განსაკუთრებით წარმატებული იქნება.

ვფიქრობ, ყველას მოუნდება Trump Tower Tbilisi-ში ქონების შეძენა. ეს იქნება უმაღლესი კლასის უძრავი ქონება მთელ ევროპაში.

შენობის კონცეფციითა და მასშტაბით აღფრთოვანებულები ვართ.

როდესაც რომელიმე ქვეყანაში შევდივართ, იქ ყოველთვის ვტოვებთ ჩვენს კვალს და ამას ადამიანები ნამდვილად ამჩნევენ.

მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ეს თავად ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოერიკ ტრამპის ექსკლუზიური ინტერვიუ "რუსთავი 2-თან": საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, ქვეყანა საოცარი ტემპით ვითარდება
  2. რუსთავი 2სამთავრობოერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ეს არაა პატარა საცხოვრებელი კომპლექსი - ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთ
  3. რუსთავი 2სამთავრობოერიკ ტრამპი Trump Tower-ზე: ჩვენ შემოვიტანთ დასავლურ სტანდარტებს, თუმცა ასევე შევინარჩუნებთ არქიტექტურას და დიზაინს, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზე
  4. რუსთავი 2სამთავრობოერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას
  5. რუსთავი 2სამთავრობოერიკ ტრამპი: მე არასოდეს შემხვედრია ქართველი, რომელიც ყველა თვალსაზრისით შესანიშნავი ადამიანი არ ყოფილიყო, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ამ რეგიონში შემოვდივართ
  6. რუსთავი 2სამთავრობოერიკ ტრამპი: საქართველო, დიდი ხანია, დასავლური მიმართულებით ვითარდება, იქნება ეს ნატოსკენ სწრაფვა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა თუ ის, როგორ მიიღო ქვეყანამ ამერიკა და დასავლური ცხოვრების წესი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისი შესანიშნავი და დიდებული ქალაქია... მიხარია, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶 საქართველოში აშენდება - ერიკ ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები