ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერიკ ტრამპი Trump Tower-ზე: ჩვენ შემოვიტანთ დასავლურ სტანდარტებს, თუმცა ასევე შევინარჩუნებთ არქიტექტურას და დიზაინს, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზე

რუსთავი 2

ერიკ ტრამპმა „რუსთავი 2-თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში აშენებელი Trump Tower-ის პროექტი სრულად იქნება მორგებული ქვეყნის ტრადიციებსა და ცხოვრების წესზე. მისი თქმით, შენობას 65-ზე ოდნავ მეტი სართული ექნება და დასავლური სტანდარტების დანერგვასთან ერთად, ადგილობრივ კულტურულ ნორმებსა და არქიტექტურას შეინარჩუნებენ.

ერიკ ტრამპი Trump Tower-ზე: ჩვენ შემოვიტანთ დასავლურ სტანდარტებს, თუმცა ასევე შევინარჩუნებთ არქიტექტურას და დიზაინს, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზე
ერიკ ტრამპი Trump Tower-ზე: ჩვენ შემოვიტანთ დასავლურ სტანდარტებს, თუმცა ასევე შევინარჩუნებთ არქიტექტურას და დიზაინს, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზერუსთავი 2

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობა ქალაქს, ქალაქის პანორამას და კულტურას ერწყმოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურა და ოთახების განლაგება შესაბამისობაში იყოს იმ ქვეყნის კულტურულ ნორმებთან, სადაც მას ვაშენებთ, - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, Trump Tower-ის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებეული არქიტექტურა და დიზაინი, რომელიც სრულადაა მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებსა და ცხოვრების წესზე.

"შენობას 65-ზე ოდნავ მეტი სართული ექნება, რაც მას თითქმის ნიუ-იორკის Trump Tower-ის იდენტურს გახდის. ეს, ერთგვარად, სახალისო დამთხვევაა.

იცით, ჩვენ არ ვართ საერთაშორისო სასტუმროების ქსელი "მერიოტი". დიდი ბრენდები, როგორც წესი, მსგავსი არქიტექტურის პროექტებს ახორციელებენ. ისინი იყენებენ იდენტურ ინტერიერის დიზაინს, განლაგებას, ერთსა და იმავე ფილებსაც კი.

ჩვენი ბრენდის სურვილია, თითოეული შენობა იმ კონკრეტულ ქალაქს შეესატყვისებოდეს, სადაც ის მდებარეობს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგალითად, Trump Las Vegas კომპლექსს ლას-ვეგასის კონცეფცია უნდა ჰქონდეს. Trump Chicago - ჩიკაგოს შესატყვისი უნდა იყოს. Trump Vietnam კი ვიეტნამს უნდა შეესაბამებოდეს. ისინი იმ ადგილის კონტექსტში უნდა არსებობდნენ, სადაც მათ ვაშენებთ.

ამერიკაში ღვინის მარანი უნდა განსხვავდებოდეს Mar-a-Lago-ს რეზიდენციისგან. Mar-a-Lago კი განსხვავებული უნდა იყოს ინდონეზიაში დაგეგმილი პროექტისგან, ის კი, თავის მხრივ, განსხვავებული უნდა იყოს ირლანდიასა და შოტლანდიაში განხორციელებული პროექტებისგან.

ჩვენი ყველა პროექტი კონკრეტულ ადგილთან მაქსიმალურად არის დაკავშირებული. თავისი კონცეფციით, მორგებულია კონკრეტულ გარემოსა და კონტექსტზე. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობა ქალაქს, ქალაქის პანორამას და კულტურას ერწყმოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურა და ოთახების განლაგება შესაბამისობაში იყოს იმ ქვეყნის კულტურულ ნორმებთან, სადაც მას ვაშენებთ.

თუმცა, თქვენ ამას თქვენს ქვეყანაში სხვებზე უკეთ აკეთებთ. იყენებთ უფრო მაღალ ჭერს, უფრო დიდ სააბაზანოებს.

ჩვენც შემოვიტანთ დასავლურ სტანდარტებს, თუმცა ასევე შევინარჩუნებთ არქიტექტურას და დიზაინს, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ იმაზე, რომ ჩვენი პროექტები სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთს ჰგავდეს. თითოეული მათგანი კონკრეტულ ადგილს უნდა მოერგოს და ამავდროულად, საკუთარი უნიკალურობით გამოირჩეოდეს", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ერიკ ტრამპის ექსკლუზიური ინტერვიუ "რუსთავი2-თან": ეს არის ახალი თავი ორი ქვეყნის ურთიერთობაში - საქართველოს ეკონომიკა შთამბეჭდავად იზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები