ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ეს არაა პატარა საცხოვრებელი კომპლექსი - ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთ

რუსთავი 2

ერიკ ტრამპმა „რუსთავი 2-თან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში Trump Tower-ის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არ არის პატარა საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური ცათამბჯენია. მან ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორების, ალექს საფირიისა და ილია წულაიას როლსა და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ეს არაა პატარა საცხოვრებელი კომპლექსი - ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთ
ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ეს არაა პატარა საცხოვრებელი კომპლექსი - ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთრუსთავი 2

ჩვენი პროექტის განხორციელებას ბევრი დრო, დიდი ძალისხმევა და სერიოზული ჩართულობა დასჭირდება, - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, Trump Tower-ის პროექტზე საუბრისას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილისა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველის თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია ღირსეულ, მაღალი რეპუტაციის მქონე პირებთან თანამშრომლობა.

"ალექს საფირი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია და რომელმაც ილია წულაიასთან და ყველა დანარჩენთან დაგვაკავშირა, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ის შესანიშნავი ადამიანია.

ჩვენ ალექსთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მასთან ერთად, მრავალი წლის წინ, ნიუ-იორკის ცენტრში Trump SoHo ავაშენეთ, რომელიც წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.

ალექსი შესანიშნავი ადამიანია. სწორედ მან გაგვაცნო ილია და მთელი გუნდი. შესანიშნავი ადამიანები არიან - ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დიდი პროექტი წარმატებით განახორციელონ.

ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ძალიან კარგად იცნობენ. მათ გვერდით ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან მსგავს პროექტზე მუშაობისას ხანგრძლივი დროის გატარება გვიწევს ერთად.

იმედი მაქვს, რომ რაღაც მართლაც დიადს შევქმნით.

ჩვენ გვყავს რეგიონში ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას. ჩვენ პატარა საცხოვრებელ კომპლექსს არ ვაშენებთ. ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთ.

ამ პროექტის განხორციელებას ბევრი დრო, დიდი ძალისხმევა და სერიოზული ჩართულობა დასჭირდება. ალექსთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. ილია წულაიას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, რომელიც ბევრს ამბობს მასზე და მის ბიზნესზე", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.