ერიკ ტრამპის ექსკლუზიური ინტერვიუ "რუსთავი 2-თან": საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, ქვეყანა საოცარი ტემპით ვითარდება
თბილისში Trump Tower-ის ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რაც 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და ახალი ლუქსკლასის უბნის შექმნას გულისხმობს. ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ქვეყანა საოცარი ტემპით ვითარდება, პროექტი კი ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი თავია.

Trump-ის ბრენდი პირველად კავკასიაში და მისი პირველი მისამართი რეგიონში! თბილისში Trump Tower-ის ცათამბჯენი შენდება.
2 000 000 000 დოლარის ინვესტიცია, 600 000 კვადრატული მეტრი სამშენებლო არეალი და ახალი ლუქსკლასის უბანი თბილისის ცენტრში. რეკორდული ფართობით, უზარმაზარი ინვესტიციით და დონალდ ტრამპის სახელით - თბილისის Trump Tower-ი იქნება რეგიონის ახალი ყველაზე მაღალი არქიტექტურული მწვერვალიც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა, "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამ ფაქტს უკვე უწოდა ახალი თავი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
"ვერც კი აღგიწერთ, რამდენად აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტით. საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. თუ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლებს გადახედავთ, ნახავთ, რომ იყო წლები, როდესაც ეკონომიკა 10, 12 და 7 პროცენტით იზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა საოცარი ტემპით ვითარდება.
საქართველო შესანიშნავი ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს აზიაში და ბევრი - ევროპაში. საქართველო კი ნამდვილად არის მსოფლიოს ის ნაწილი, სადაც აქამდე პროექტი არ განგვიხორციელებია.
საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, სადაც საოცარი ხალხი ცხოვრობს. წლების განმავლობაში, უამრავი ქართველი გავიცანი და შემიძლია გითხრათ, რომ მოხიბლული ვარ მათით.
რაც შეეხება თბილისს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია.
საქართველო იქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო გზაჯვარედინად. ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი გახდა. ცხადია, ბიზნესის თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. თქვენთან ბიზნესის განვითარების მასშტაბი შთამბეჭდავია.
საქართველო მსოფლიოს იმ ნაწილშია, სადაც აქამდე პროექტი არ გვქონია და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, თბილისს ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევმატოთ - დედაქალაქში საუკეთესო შენობას ავაშენებთ. ვფიქრობ, რომ ის მთელი ევროპისა და აზიის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
ამ პროექტის განხორციელებით, აღფრთოვანებული ვართ.
ადგილმდებარეობა ძალიან კარგია. Trump Tower Tbilisi-ის სიმაღლე დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარე Trump Tower-ია. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ჩვენი კომპანია საქართველოში იწყებს საქმიანობას და, რა თქმა უნდა, თავადაც მალე ჩამოვალ", - განაცხადა ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ცნობისთვის, სწორედ ერიკ ტრამპია პასუხისმგებელი კომპანიის გლობალური უძრავ ქონების მართვასა და გაფართოებაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ბევრი ბიზნესმენისთვის გახდება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საქართველოში შევდივართ
ერიკ ტრამპი თბილისის Trump Tower-ზე: ეს არაა პატარა საცხოვრებელი კომპლექსი - ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთ
ერიკ ტრამპი Trump Tower-ზე: ჩვენ შემოვიტანთ დასავლურ სტანდარტებს, თუმცა ასევე შევინარჩუნებთ არქიტექტურას და დიზაინს, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოზე, მის ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების წესზე
ერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას
ერიკ ტრამპი: მე არასოდეს შემხვედრია ქართველი, რომელიც ყველა თვალსაზრისით შესანიშნავი ადამიანი არ ყოფილიყო, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ამ რეგიონში შემოვდივართ
ერიკ ტრამპი: საქართველო, დიდი ხანია, დასავლური მიმართულებით ვითარდება, იქნება ეს ნატოსკენ სწრაფვა, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა თუ ის, როგორ მიიღო ქვეყანამ ამერიკა და დასავლური ცხოვრების წესი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…