ერიკ ტრამპი: ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველო უფრო სწრაფად იზრდება - როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა
Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა თბილისში „Trump Tower Tbilisi-ის“ პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეომიმართვით განაცხადა, რომ საქართველო ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება. მან აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, კულტურული ასპექტები, სტუმართმოყვარეობა და ქართველი და ამერიკველი ხალხების ურთიერთსიყვარული.

ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება, - განაცხადა Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, რომელიც თბილისში „Trump Tower Tbilisi-ი“ს პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეომიმართვით ჩაერთო.
„ეს ყველაფერი დაიწყო მარალაგოში, ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი.
ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკას, ვუსმენდით ეკონომიკის მინისტრს და ასეთი, მზარდი, 10% მშპ ყოველწლიურად და ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება.
ვუყურებთ ჩვენ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, იმიტომ, რომ ეს არის გზაჯვარედინი, ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს და თბილისი არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა ყოფნა. როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა, ძალიან პრესტიჟულია ეს შენობები და ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი. ნამდვილად გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს ჩემი მამა. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვქონდეს ასეთი პრესტიჟული შენობები", - განაცხადა ერიკ ტრამპმა ღონისძიების მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიერიკ ტრამპი: 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტი განხორციელდება თბილისში, ეს ყველაფერი დაიწყო ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე, ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება
- რუსთავი 2"ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე, ეს არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა ყოფნა" - ერიკ ტრამპი თბილისში Trump Tower-ის მშენებლობაზე
- პირველი არხიერიკ ტრამპი – ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც დიდი სტუმართმოყვარეობაა, თბილისი დიდებული ქალაქია, ბედნიერი ვარ, რომ პროექტი განხორციელდება საქართველოში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ
- იმედინიუსიერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს
- POSTVერიკ ტრამპი: „ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპაში, ნებისმიერ სხვა
- POSTVერიკ ტრამპი: „ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…