ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას

რუსთავი 2

ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წარმატებები აჩვენა ეკონომიკური ზრდის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და უსაფრთხოების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა Trump Tower-ის პროექტზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და დასავლურ ინტეგრაციაზე.

ერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას
ერიკ ტრამპი: უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებასრუსთავი 2

2000-იანი წლებიდან, შესაძლოა, უფრო ადრეც კი, საქართველომ აქტიურად დაიწყო დასავლური ტრადიციების, დასავლური ცხოვრების წესისა და დასავლური ტიპის პოლიტიკის განხორციელება. ვხედავთ, რომ საქართველო ძალიან აქტიურად ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და მისი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორად ქცევას, - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, Trump Tower-ის პროექტზე საუბრისას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილისა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველმა თქმით, საქართველო აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.

"მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, შედარებით პატარა ქვეყანაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა შთამბეჭდავია. ეს ძალიან საინტერესოა. ამას ხშირად ვერ ნახავთ.

ქვეყნების უმეტესობა, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, დიდ შრომით რესურსებს ფლობენ. საქართველო კი, ამ თვალსაზრისით, არ არის დიდი ქვეყანა. ამიტომ ამ სხვაობას უბრალოდ ძალიან გონივრული პოლიტიკით ავსებთ.

როგორც უკვე ვთქვი, ტექნოლოგიების ათვისება, სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბება, ნავთობისა და გაზის მილსადენის მნიშვნელოვანი დერეფნის ფუნქცია, რა თქმა უნდა, ტურიზმი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ… ზოგადად, უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს ჩამოსვლა და თავისუფლად შეუძლიათ, მშვიდობაზე ფოკუსირება - საქართველომ ამ მიმართულებებით წარმოუდგენლად კარგი სამუშაო შეასრულა და ვფიქრობ, ამისთვის ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს შექებას.

საქართველო რეალურად არის გზაჯვარედინი ევროპას, აზიას, რუსეთსა და თურქეთს შორის. აქ გადის სავაჭრო მარშრუტები, უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის მიმართულება...

ეს მსოფლიოს მართლაც საინტერესო კუთხეა და ვფიქრობ, ქართველებმა უნდა იამაყონ იმ პროგრესით, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მიაღწია.

ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ისეთი ზრდა, როგორიც საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა. 2024 წელს ზრდამ თითქმის 10% შეადგინა, 2025 წელს კი დაახლოებით 8%. ეს მართლაც გამორჩეული ზრდაა და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამისთვის ნამდვილად იმსახურებს შექებას", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ერიკ ტრამპი: ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველო უფრო სწრაფად იზრდება - როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები