ერიკ ტრამპი: 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტი განხორციელდება თბილისში, ეს ყველაფერი დაიწყო ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე, ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება
„ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ პროექტი თბილისში განხორციელდება. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება და ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, სადაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, - განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
ერიკ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ეს ყველაფერი დაიწყო მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება. ვუყურებთ ჩვენ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, ეს არის გზაჯვარედინი, ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს და ეს არის ქალაქი, სადაც ყველას აქ უნდა ყოფნა.
როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი, იმიტომ რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა და ძალიან პრესტიჟულია ეს შენობები. ნამდვილად გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს მამაჩემი. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვქონდეს ასეთი პრესტიჟული შენობები“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიერიკ ტრამპი: ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველო უფრო სწრაფად იზრდება - როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა
- რუსთავი 2"ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე, ეს არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა ყოფნა" - ერიკ ტრამპი თბილისში Trump Tower-ის მშენებლობაზე
- პირველი არხიერიკ ტრამპი – ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც დიდი სტუმართმოყვარეობაა, თბილისი დიდებული ქალაქია, ბედნიერი ვარ, რომ პროექტი განხორციელდება საქართველოში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ
- იმედინიუსიერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს
- POSTVერიკ ტრამპი: „ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპაში, ნებისმიერ სხვა
- POSTVერიკ ტრამპი: „ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…